close
საქართველო

ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა საერთაშორისო კონკურსში მესამე ადგილი მოიპოვეს

დუბლინში “ევროკავშირის 30-ეკონკურსი ახალგაზრდა გამომგონებლებისათვის” დასკვნითი ცერემონიალი გაიმართა.  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა კონკურსში მე-3-ე საპრიზო ადგილი მოიპოვეს.

საქართველოს დელეგაციას კონკურსზე წარმოადგენდნენ:  მარინა გუჯაბიძე , შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვა, ევა ხუხაშვილი, თამარ მიქელაძე, ნინო ხუნძაკიშვილი, ანი თეთრაშვილი და მარინა გვიმრაძე – ჯგუფის ხელმძღვანელი.

კონკურსი ირლანდიის პრეზიდენტმა მაიკლ ჰიგინსმა  გახსნა. საპრიზო ადგილის მფლებელებს სიგელები გადასცა ირლანდიის უმაღლესი განათლების მინისტრმა მერი მიტჩელოკონორმა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 38 ქვეყნის 139 წარმომადგენელი. კონკურსი ტარდება ევროკომისიის ეგიდით და მასში მონაწილეობენ ახალგაზრდა გამომგონებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მასალა მოამზადა:  თამარ ტაბატაძემ

წყარო :  http://mes.gov.ge/

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0