close
საქართველო

რას ითვალისწინებს ახალი სამშენებლო რეგულაციები?

შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების ახალი ტექნიკური რეგლამენტი 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.  ახალ რეგლამენტში შესულია  გარკვეული სიახლეები დაგეგმარებასა და მშენებლობაში, რაც მოეთხოვება ნებართვის გამცემს, მაკონტროლებელსა და მშენებელს.

ახალი  რეგლამენტით დაემატა ისეთი რეგულაციებიც, რომლებიც ძირითადად მესამე და მეოთხე კლასის შენობებს ეხება, უმეტესად  კი  სახანძრო უსაფრთხოებაზეა საუბარი. მაგალითად, სახანძრო უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რა გეგმარებითი მოთხოვნები იქნება აუცილებელი; როგორ უნდა დაიგეგმოს შენობა, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს მაქსიმალურად იქნას შენობაში მყოფი ადამიანების უსაფრთხოება დაცული;  ახალი რეგულაციები ასევე ეხება გეგმარებით ნაწილს შშმ პირებისთვის,  ფასადებს, შენობების განთავსებას და ასე შემდეგ.

აღნიშნული რეგულაციები მიმდინარე და შემდგომ დაგეგმილ მშენებლობებს ეხება, რაც შეეხება უკვე დამთავრებულ შენობებს, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დადგება დღის წესრიგში მათი საკითხი.

უფრო სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებზე რაიმე მოთხოვნები შემოვიდეს. მაგალითად, სასტუმროებზე, სავაჭრო ცენტრებსა  და ა.შ.

 

უკვე ამ რეგლამენტის მოთხოვნათა გათვალისწინებით გაიცემა ნებართვები. მშენებლობის ნებართვის გაცემის წესს გულისხმობს მთავრობის 57-ე დადგენილება, ამ დადგენილებაშიც უნდა შევიდეს ცვლილება და ეს ორი დოკუმენტი იყოს ურთიერთთავსებადი. გარდა ამისა, ყველა სხვა სამშენებლო წესიც, ამ დოკუმენტთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს.

თუკი გაინტერესებთ დეტალური ინფორმაცია, ,,დოქტრინა” გთავაზოთ matsne.gov.ge-ზე ატვითული დოკუმენტის ელვერსიას: http://bit.ly/2kU01pi .

 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

 

 

 

 

 

გაზიარება:
fb-share-icon0
Tags : slid