ბოტანიკოსებმა ათასწლოვანი თესლიდან ბიბლიაში ნახსენები გადაშენებული ხე გაზარდეს.
CNN-ის ინფორმაციით, თესლი 1980-იან წლებში, იუდეის უდაბნოში, ერთ-ერთ გამოქვაბულში იპოვეს. რადიონახშირბადულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ის 993-1202 წლებში გაჩნდა. მის გახარებაზე კი მუშაობდნენ მეცნიერები ისრაელიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და შვედეთიდან.
ახლა ხის სიმაღლე 3 მეტრს აღწევს. მის გაზრდაზე მეცნიერებმა 14 წელი დახარჯეს, თუმცა მას ნაყოფი ჯერ არ გამოუტანია, ამიტომ სპეციალისტები ვერ ადასტურებენ, რა სახეობას მიეკუთვნება მცენარე.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”







