BBC-მ სხვადასხვა ქვეყანაში გამართული საეკლესიო მსახურების გამომსახველი საუკეთესო ფოტოები გაავრცელა.
რომის პაპი ფრანსისი საშობაო ლიტურგიის დროს. მომენტი, როცა ის მორწმუნეებს მოუწოდებს, გულუხვები იყვენენ და რაც შეიძლება მეტი გასცენ. პაპი გმობს თანამედროვე კონსუმერიზმის სიხარბესა და გაუმაძღრობას.
პატარა მორწმუნე, რომელიც ეგვიპტის ქალაქ კაიროში საეკლესიო მსახურებას ესწრება და ყურადღებით უსმენს.
შეყვარებული წყვილი თურქეთის ქალაქ სტამბოლში აღმართულ საშობაო ნაძვის ხესთან ერთმანეთს კოცნის. 

სიდნეის სანაპიროზე მყოფი დამსვენებლები შობას სამხრეთ ნახევარსფეროს ზაფხულში აღნიშნავენ.
BBC
გაზიარება:








