close
საქართველო

25 წლის ანი მაჭარაშვილმა Netflix-ის ამსტერდამის ფილიალში მუშაობა დაიწყო

დღეს ცნობილი გახდა, რომ ჰააგის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების კურსდამთავრებულმა, 25 წლის ანი მაჭარაშვილმა მუშაობა ნეტფლიქსის ამსტერდამის ოფისში დაიწყო. ამ საკითხზე ინტერვიუსას ანიმ თავისი გამოცდილება გაგვიზიარა:

“სწავლის დამთავრების შემდეგ, სტაბილური სამსახურის პოვნა მარტივი არ ყოფილა. არაერთ კომპანიასთან მქონდა გასაუბრება, ბოლომდე არცერთი არ მინდოდა და უკეთესს ვეძებდი. საბოლოოდ, რამდენიმე გასაუბრების შემდეგ, ნეტფლიქსმა დასტური მითხრა და კონტრაქტიც ისეთი გამომიგზავნა, რომ აღარ მიყოყმანია”.

სირთულეების მიუხედავად, ანი მაჭარაშვილმა მაინც მოახერხა დასახული მიზნის მიღწევა:

“ნეტფლიქსის ამსტერდამის ოფისში, მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯმენტი დამევალა, როგორც ფიზიკურ, ისე ბიზნეს პარტნიორებთან კომუნიკაცია, მათი შენარჩუნება და ახალი მომხმარებლების მოზიდვა, მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ვაცნობიერებ, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და მიხარია, რომ 1 200 აპლიკანტიდან არჩევანი ჩემზე გააკეთეს”.

ახალგაზრდა ასაკში მიღწეული ეს მნიშვნელოვანი კარიერული წარმატება მისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია:

“დიდი ენთუზიაზმით ვარ განწყობილი, ვფიქრობ, აქ მუშაობა თვითგანვითარებაში და ბევრი საჭირო უნარის შეძენაში დამეხმარება. ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდ ინტერნეტ-ტელევიზიის ქსელში ჩემს წვლილს შევიტან”.

ნეტფლიქსი მედიასერვისების პროვაიდერი ამერიკული კომპანიაა, რომელმაც სატელევიზიო ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა: თავისი პროექტებით მან წარმოუდგენელ წარმატებასა და მაღალ შემოსავლებს მიაღწია. 2016 წლიდან ამ პლატფორმით ოფიციალურად სარგებლობა საქართველოშიც შესაძლებელია და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მაყურებლებშიც.

წყარო : https://on.ge

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი  – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0