close
ასტრონომია - კოსმოსი

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომ მარსზე თხევადი წყალი არსებობს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება, რომ მარსზე შესაძლოა თხევადი წყალი იყოს.
კვლევა, რომელსაც  კემბრიჯის უნივერსიტეტი ხელმძღვანელობს, იძლევა მტკიცებულებას რადარის გარდა სხვა მონაცემების გამოყენებით, რომ მარსის სამხრეთ პოლისის ყინულის ქვეშ  თხევადი წყალია.
კვლევის ჯგუფმა, რომელშიც შეფილდის უნივერსიტეტისა და ღია უნივერსიტეტის მეცნიერები შედის, თქვა, რომ ეს „აუცილებლად არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე არსებობს მარსზე“.
დედამიწის მსგავსად, მარსსაც აქვს სქელი წყლის ყინულის ქუდები ორივე პოლუსზე.
დედამიწის ყინულის საფარი დაფარულია წყლით სავსე არხებით და დიდი ყინულქვეშა ტბებითაც კი, თუმცა, ბოლო დრომდე ითვლებოდა, რომ მარსზე მდებარე ტბები გაყინული იყო მარსის ცივი კლიმატის გამო.
„თხევადი წყალი სიცოცხლისთვის აუცილებელი ინგრედიენტია, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს“, – განაცხადა შეფილდის უნივერსიტეტის კვლევის ავტორმა, დოქტორმა ფრენსის ბუჩერმა.
საერთაშორისო კვლევითმა ჯგუფმა, რომელშიც ასევე შედიოდნენ მეცნიერები ნანტის უნივერსიტეტიდან და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან,  კოსმოსური ხომალდის ლაზერული ალტიმეტრი (სიმაღლის საზომი) გამოიყენა.
„ახალი ტოპოგრაფიული მტკიცებულებების, ჩვენი კომპიუტერული მოდელის შედეგებისა და რადარის მონაცემების კომბინაცია ბევრად უფრო სავარაუდოს ხდის, რომ დღეს მარსზე ყინულქვეშა თხევადი წყლის მინიმუმ ერთი უბანი არსებობს“, – განაცხადა კემბრიჯის სკოტ პოლარის კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ნეილ არნოლდმა.

წყარო : bloomberg.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

 

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response