close
კვლევები

უძველესი „მკვლელი“, რომელიც ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული სწრაფად ხდება

ახალი კვლევის თანახმად, ბაქტერია, რომელიც მუცლის ტიფს იწვევს, მედიკამენტისადმი წინააღმდეგობას ზრდის და სწრაფად ანაცვლებს შტამებს, რომლებიც რეზისტენტულები არ არიან.
ამჟამად ანტიბიოტიკები ერთადერთი საშუალებაა ტიფის ეფექტური მკურნალობისთვის, რომელიც გამოწვეულია ბაქტერია Salmonella enterica serovar Typhi-ით(S Typhi). მიუხედავად ამისა, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ბაქტერიის წინააღმდეგობა პერორალური ანტიბიოტიკების მიმართ იზრდება და ვრცელდება.
მედიკამენტებისადმი ინტენსიურად რეზისტენტული ტიფი მდგრადია არა მხოლოდ ისეთი ანტიბიოტიკების მიმართ, როგორიცაა ამპიცილინი, ქლორამფენიკოლი და ტრიმეტოპრიმი/სულფამეთოქსაზოლი, არამედ უფრო ახალი ანტიბიოტიკების მიმართაც, როგორიცაა ფტორქინოლონები და მესამე თაობის ცეფალოსპორინები.
კიდევ უფრო ცუდია ის ფაქტი, რომ ეს შტამები გლობალურად სწრაფად ვრცელდება.
მომავალი ეპიდემიების თავიდან აცილება გარკვეულწილად შესაძლებელია ტიფის კონიუგირებული ვაქცინებით, მაგრამ თუ ამ ვაქცინებზე წვდომა გლობალურად არ გაფართოვდება, მსოფლიო შესაძლოა მალე კიდევ ერთი ჯანმრთელობის კრიზისის წინაშე დადგეს.
სამხრეთ აზია მუცლის ტიფის მთავარი კერაა, რომელზედაც გლობალური შემთხვევების 70 პროცენტი მოდის, მაგრამ თუ COVID-19-მა რამე გვასწავლა, ეს არის ის, რომ ჩვენს თანამედროვე, გლობალიზებულ სამყაროში დაავადების ვარიანტები ადვილად ვრცელდება.
ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოში სიკვდილის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია, რაც უფრო მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე აივ/შიდსი ან მალარია. მომავალი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა ვაქცინები.
კვლევა სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Microbe-ში გამოქვეყნდა.

წყარო : sciencealert.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response