close
კვლევები

ულტრა დამუშავებული საკვები 32 ფიზიკურ და ფსიქიკურ პრობლემასთანაა დაკავშირებული

ულტრა დამუშავებული საკვები პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობაზე 32 მავნე ზემოქმედებასთან, მათ შორის გულის დაავადებების, კიბოს, ტიპი 2 დიაბეტის, მავნე ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნაადრევი სიკვდილის მაღალ რისკთან, – ამის შესახებ მიმოხილვის შეგედებშია აღნიშნული, რომელიც BMJ-ში გამოქვეყნდა.
კვლევა ულტრა დამუშავებული საკვების სწრაფად მზარდი გლობალური მოხმარების ფონზე ჩატარდა. სტატისტიკის თანახმად, გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში საშუალო კვების რეჟიმზე ნახევარზე მეტი ახლა ულტრა დამუშავებული საკვებისგან შედგება. ზოგიერთისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უფრო ახალგაზრდა ან ღარიბია, ტიპიურია კვების რეჟიმი, რომელიც 80%-მდე ულტრა დამუშავებულ საკვებს შეიცავს.
მიმოხილვაში, რომელშიც 10 მილიონზე მეტი ადამიანი იყო ჩართული, ბევრმა წამყვანმა ინსტიტუტის ექსპერტმა, მათ შორის ჯონ ჰოპკინსის სახელობის ბლუმბერგის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლამ აშშ-ში, სიდნეის უნივერსიტეტმა და საფრანგეთის სორბონის უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა.
”საერთო ჯამში, აღმოჩნდა პირდაპირი კავშირი ულტრა დამუშავებულ საკვებსა და ჯანმრთელობის 32 პარამეტრს შორის, რომლებიც მოიცავს ნაადრევ სიკვდილს, კიბოს, ფსიქიკური, რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავის და მეტაბოლურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს“,  – აცხადებენ კვლევის ავტორები.
მათი მტკიცებით, „დამაჯერებელმა“ მტკიცებულებები აჩვენა, რომ ულტრა დამუშავებული საკვების უფრო დიდი რაოდენობით მიღება დაკავშირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისგან სიკვდილის რისკის 50%-ით გაზრდასთან, ტიპი 2 დიაბეტის 12%-ით და შფოთვის განვითარების რისკის 48-53%-ით გაზრდასთან.

ასევე არსებობდა “უაღრესად დამაფიქრებელი” მტკიცებულება, რომ ულტრა დამუშავებული საკვების მიღებამ შეიძლება გაზარდოს სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, ძილის პრობლემების და გულის დაავადებებისგან სიკვდილის რისკი 40-66%-ით, ასევე დეპრესიის განვითარების რისკი 22%-ით გაიზარდოს.
მკვლევარების თქმით, ულტრა დამუშავებული საკვების მიღებასა და ასთმას, კუჭ-ნაწლავის პრონლემებს, ზოგიერთი სახეობის კიბოს და კარდიომეტაბოლურ რისკ-ფაქტორებს შორის კავშირის შესახებ შეზღუდული მტკიცებულებები არსებობს და შემდგომ გამოკვლევას საჭიროებს.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ულტრა დამუშავებული საკვები, მათ შორის შეფუთული ცომეული და ე.წ. „სნექები“, გაზიანი სასმელები, შაქრიანი მარცვლეული და მზა კერძები შეიცავს მეტ შაქარს, ცხიმს და/ან მარილს, ქიმიკატებს, საღებავებს, დამატკბობლებს და კონსერვანტებს, რომლებიც ახანგრძლივებს შენახვის ვადას, მაგრამ მათში მცირე რაოდენობითაა ვიტამინები და ბოჭკოები.
მიმოხილვაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ აუცილებელია ზომების მიღება ულტრა დამუშავებული საკვების მიღების შემცირების მიზნით.
წყარო : news.sky.com

theguardian.com

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0