close
კატეგორიის გარეშე

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება

სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. შსს-ს საკანონმდებლო ინიციატივა სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გაორმაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ე.წ. ჭკვიან კამერებზე ქულათა სისტემის მიბმას – თუ მძღოლი სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება და გაზრდილი ჯარიმაც გამოეწერება.

ასევე სანქციები მკაცრდება ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებები მზად არის და ის ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს წარედგინება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response