close
კვლევები

საკვები სოკოს მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს – კვლევა

ახალი კვლევის თანახმად, დღეში მხოლოდ 18 გრამი სოკოს ჭამამ (რაც დაახლოებით, ორი საშუალო ზომის სოკოს ეკვივალენტურია), შესაძლოა, კიბოს წარმოქმნის რისკი თითქმის გაანახევროს.

კვლევამ, რომელიც პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა აწარმოეს, საოცრად ძლიერი კავშირი აჩვენა სოკოს მოხმარებასა და კიბოს რისკის შემცირებას შორის. ამას 1966-2020 წლებში ჩატარებული კიბოს 17 ანალიზი მოწმობს. სოკო ხშირად ითვლება “სუპერ საკვებად”, რადგან ისინი მდიდარია ვიტამინებით, ნუტრიენტებით და ანტიოქსიდანტებით. ახლა კი, როდესაც ცნობილია, რომ მისი ყოველდღიური მიღება 45%-ით ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს, სოკოს პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“სოკო ერგოთიონინის უდიდესი წყაროა, რომელიც უნიკალურ და ძლიერ ანტიოქსიდანტურ უჯრედის დამცველს წარმოადგენს. ორგანიზმში ანტიოქსიდანტების შევსება კი ოქსიდაციური გავლენისა და კიბოს რისკის შემცირებაზე მოქმედებს” – ამბობენ მკვლევრები.

როგორც ჩანს, სოკოს ყველაზე დიდი შედეგი ძუძუს კიბოსგან დაცვის შემთხვევაში აქვს, თუმცა ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ გამოკვლეულ ანალიზთა უმეტესობა ძუძუს კიბოს ეხებოდა. “საერთო ჯამში, ეს დასკვნები მნიშვნელოვან მტკიცებულებას იძლევა სოკოს მიერ კიბოსგან დაცვის შესახებ”. 

ამ დადებითი სიახლის პარალელურად, ექსპერტები გვახსენებენ, რომ სოკოს მიღება დიეტური და ფიზიკური აქტივობის ქცევის ფართო კონტექსტში უნდა მოხდეს. ამ მხრივ საგულისხმოა აქამდე ჩატარებული არაერთი კვლევა, რომლის თანახმადაც ხილისა და ბოსტნეულის მიღება საგრძნობლად ამცირებს კიბოს რისკს.

მეცნიერთა თქმით, სოკოსა და კიბოს შორის ზუსტი კავშირის დადგენა შემდგომ კვლევებს მოითხოვს – თუმცა ფაქტია, შეგიძლიათ განაგრძოთ გემრიელი საკვების მიღება და დარწმუნებული იყოთ, რომ ის ძალიან სასარგებლოა თქვენთვის.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0