close
კულტურამსოფლიო

რატომ აკრძალა ჩინეთმა “ოსკარის” ცერემონიის პირდაპირი ტრანსლაცია?

2021 წლის ოსკარის დაჯილდოვების ცერემონია ჩინეთში არ გავა, ჩინეთი კრძალავს ,,ოსკარის” ცერემონიის პირდაპირ ცრანსლაციას. ადგილობრივ მედიას დაევალა მომავალი თვის, 25 აპრილის ოსკარის 93-ე დაჯილდოვების ღონისძიება არ გაუშვან პირდაპირ ეთერში, რის შესახებაც Bloomberg იტყობინება.

ცერემონიის აკრძალვის მიზეზი 2019 წლის ჰონგ-კონგის საპროტესტო აქციების შესახებ გადაღებული და ოსკარზე ნომინირებული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ,,Do Not Split” და ასევე საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაზე წარდგენილი ქლოი ჟაოა, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური ხელისუფლებისთვის მიუღებელი პოლიტიკური ხედვა აქვს. კომუნისტური პარტიის პროპაგანდის განყოფილებამ ბრძანება ყველა მედიასაშუალებას გაუგზავნა, რომ “ოსკარი” პირდაპირ ეთერში არ გაუშვან და გაშუქება შეამცირონ იმ ცერემონიებისა, რომლებიც საკამათოდ მიიჩნევა.

ოსკარის ნომინაციები 15 მარტს გამოცხადდა, 25 აპრილის ცერემონია კი ლოს-ანჯელესში ჩატარდება.

დაძაბულობა აშშ-სა და ჩინეთს შორის საკმაოდ მაღალი იყო, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, რომელმაც ჩინეთი დაადანაშაულა პანდემიის საწყის ეტაპზე ინფორმაციის დამალვაში.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response