ბოლო წლების განმავლობაში აუტიზმის დიაგნოზების რაოდენობის მკვეთრმა მატებამ ფართო საზოგადოებაში შფოთვა და არასწორი წარმოდგენები გამოიწვია. თუმცა, როგორც Scientific American-ის ახალი სტატია განმარტავს, აუტიზმის გავრცელების ზრდა არ ნიშნავს, რომ მეტი ადამიანია აუტისტური სპექტის მქონე. სინამდვილეში, ეს ზრდა ასახავს ჩვენი ცოდნის, დიაგნოსტიკური კრიტერიუმების და საზოგადოების დამოკიდებულების ცვლილებას.
აუტიზმის სტატისტიკური მატება დიდწილად დაკავშირებულია სამ ძირითად ფაქტორთან:
- დიაგნოსტირების გამარტივება
წარსულში აუტიზმის სპექტრის ბევრ ადამიანს სრულიად არასწორი დიაგნოზით ამოიცნობდნენ. დიაგნოზის კრიტერიუმების გაფართოებამ, რაც მოიცავს აუტიზმის სპექტრის უფრო მსუბუქ ფორმებსაც, ბევრ ადამიანს მისცა საშუალება, რომ სწორად მომხდარიყო მოვლენების შეფასება.
- საზოგადოებრივი ცნობიერების ზრდა
საზოგადოებაში გაიზარდა აუტიზმის ცნობადობა, რის გამოც მეტი მშობელი, მასწავლებელი და ექიმი ადრეულ ეტაპზე ამჩნევს შესაძლო სიმპტომებს. ეს იწვევს დიაგნოზების ზრდას, განსაკუთრებით ბავშვებში.
- სტატისტიკური მეთოდების ცვლილება და გაუმჯობესება
დღეს მონაცემები უფრო სრულად და ზუსტად გროვდება, ვიდრე წარსულში, რაც ზრდის აუტიზმის შემთხვევათა რეგისტრაციას.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ აუტიზმი არ წარმოადგენს დაავადებას, რომელიც უნდა “გაირიყოს” საზოგადოებიდან. იგი არის ტვინის განვითარების განსხვავებული გზა და ადამიანების ნეიროდივერსულ სპექტრს ეკუთვნის. სტატიის ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საჭირო არაა პანიკა — საჭიროა მხარდაჭერა, ადაპტაცია და ინკლუზიური გარემოს შექმნა.
აუტიზმის დიაგნოზის ზრდა არ არის ახალი კრიზისი, არამედ იგი ერთგვარი პროგრესია ჩვენი ცოდნისა და საზოგადოების მზაობაში, მიიღოს და დააფასოს განსხვავებული ინდივიდები.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”