დალასში დაფუძნებულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ Colossal Biosciences-მა ისტორიულ შედეგს მიაღწია. მათი განცხადებით, დაიბადნენ გენურად მოდიფიცირებული მგლის ლეკვები, რომლებიც გადაშენებული მგლის ჯიშის (Aenocyon dirus) აღდგენილ ვერსიას წარმოადგენენ. ლეკვებს რომულუსი, რემუსი და ხალისი დაარქვეს– და ისინი დაახლოებით 12,500 წელია გადაშენებული სახეობის, “dire wolf”აღდგენილ ფორმად ითვლებიან.
პროექტი უძველესი ნაშთებიდან დნმ-ის მოპოვებით დაიწყო. მათ შორის, 13,000 წლის წინანდელი კბილი და 72,000 წლის თავის ქალაა გამოყენებული. მეცნიერებმა ნაცრისფერი მგლის უჯრედებში 14 გენი შეცვალეს, რათა 20 სპეციფიკური მახასიათებელი დაენერგათ, რაც მგლის უწინდელ ჯიშს ჰქონდა – დიდი ზომა, ძლიერი კუნთები და ღია შეფერილობა.
სამეცნიერო წრეებში დებატი ჯერ კიდევ არ წყდება – ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ეს ლეკვები არ შეიძლება მიჩნეულ იქნენ ნამდვილ “dire wolf”-ად, რადგან ეს სახეობა ნაცრისფერ მგლებს მილიონობით წლის წინ ჩამოშორდა. შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმე გენური ცვლილება შეიძლება არ იყოს საკმარისი ზუსტად იმავე სახეობის აღსადგენად.
ამჟამად რომულუსი, რემუსი და ხალისი დაცულ ბუნებრივ ნაკრძალში, აშშ-ში იმყოფებიან, სადაც მათ ქცევასა და გარემო გავლენებს აკვირდებიან. ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს გენური ინჟინერიის სწრაფ პროგრესს და იმ მორალურ თუ მეცნიერულ დილემებს, რომლებიც დაკავშირებულია გადაშენებული სიცოცხლის ფორმების ხელახლა დაბადებასთან.
საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მგლები HBO-ს ერთ-ერთ სერიალში “Game Of Thrones” ფიგურირებენ.
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”