close
მედიცინა

მეცნიერები : „კოვიდ 19“-ი კუჭ-ნაწლავს, თირკლმებსა და სხვა ორგანოებს აზიანებს

ახალ კორონავირუსს ორგანიზმში სხვადასხვა ორგანოს, მათ შორის ფილტვების, გულის, ღვიძლის, ტვინის, ყელის, თირკმლებისა და ნაწლავების, დაზიანება შეუძლია, – ამის შესახებ ჰონგ-კონგელი და გერმანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ორ სხვადასხვა კვლევაშია აღნიშნული.

„კოვიდ 19“-ი კლასიფიცირდება, როგორც რესპირატორული ვირუსი და გადადის რესპირატორული წვეთებით, მან, შეიძლება, ზოგჯერ გამოიწვიოს დიარეა და კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. მკვლევარებმა  ვირუსის კვალი პაციენტების განავალშიც აღმოაჩინეს და ისინი გვაფრთხილებენ, რომ კორონავირუსის გადაცემა ფეკალურ-ორალური გზითაცაა შესაძლებელი.

„ადამიანის კუჭ – ნაწლავი, სავარაუდოდ, SARS-CoV-2-ის გადაცემის ერთ-ერთი გზაა,“- წერს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი, რომელმაც ვირუსი „კოვიდ 19“-ით ინფიცირებული პაციენტებშის განავალშიც აღმოაჩინა.

კვლევის შედეგები ჟურნალ Nature Medicine-შია გამოქვეყნებული.

კვლევა გერმანელმა მეცნიერებმაც ჩაატარეს. მათ კორონავირუსით დაღუპული 27 ადამიანის აუტოფსია ჩაატარეს და ვირუსი სხვადასხვა ორგანოში აღმოაჩინეს.

„SARS-CoV-2-ის აღმოჩენა სხვადასხვა ორგანოშია შესაძლებელი, მათ შორის ფილტვებში, ხახაში, გულში, ღვიძლში, ტვინსა და თირკმლებში,“- წერენ ისინი სამეცნიერო ჟურნალ  New England Journal of Medicine-ში.

მათი განმარტებით, ვირუსი განსაკუთრებულად კარგად თირკმლებში „გრძობს თავს.“ შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულ პაციენტებში თირკმლის დაზიანების მაჩვენებელი მაღალია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვირუსის უნარი, „თავს დაესხას“ სხვადასხვა ორგანოს, კიდევ უფრო აუარესებს, თანმხლებ დაავადებებს, რომელიც პაციენტებს აქვთ.

„ადამიანები, რომლებსაც გულისა და თირკლმის დაავადებები და დიაბეტი აწუხებთ, ახალი კორონავირუსის მიმართ განსაკუთრებით დაუცველებია არიან,“- განმარტავენ მეცნიერები.

წყარო : edition.cnn.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტინა”

გაზიარება:
fb-share-icon0