close
კვლევები

ლაბორატორიული სისხლის წითელი უჯრედების გადასხმასთან დაკავშირებული ცდა ბრიტანეთში მიმდინარეობს

საცდელმა ტესტირებამ იმასთან დაკავშირებით, რამდენ ხანს რჩება ორგანიზმში ლაბორატორიაში შექმნილი სისხლის წითელი უჯრედების ჩაის კოვზის ზომის ტრანსფუზია, შეიძლება მოახდინოს რევოლუცია სისხლის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც  სისხლის რეგულარულ გადასხმას საჭიროებენ.
ამ საკითხთან დაკავშირებული მსოფლიოში პირველი ცდა, რომელიც მიმდინარეობს დიდ ბრიტანეთში, სწავლობს ძლებს თუ არა ლაბორატორიაში წარმოქმნილი სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში შექმნილ  სისხლის უჯრედებზე მეტხანს.
ტრანსფუზიის შესაქმნელად, მკვლევართა ჯგუფმა აღებული სისხლიდან ღეროვანი უჯრედები გამოყო და “დაიყოლიეს“ ისინი სისხლის მეტი წითელი უჯრედები შეექმნათ, პროცესი, რომელსაც დაახლოებით სამი კვირა სჭირდება.
ადამიანის სისხლის წითელი უჯრედების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა დაახლოებით 120 დღეა. თუ ლაბორატორიაში შექმნილი უჯრედები იმაზე მეტხანს იცოცხლებენ, ვიდრე აღებული სისხლის უჯრედები, ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ მომავალში პაციენტებს, რომლებსაც სისხლი რეგულარულად სჭირდებათ, ტრანსფუზია შეიძლება ხშირად არ დასჭირდეთ.
“თუ ჩვენი ცდა, მსოფლიოში პირველი ასეთი, წარმატებული იქნება, ეს ნიშნავს, რომ პაციენტებს, რომლებსაც ამჟამად ესაჭიროებათ რეგულარული ხანგრძლივი სისხლის გადასხმა, მომავალში ნაკლები ტრანსფუზია დასჭირდებათ”, – აცხადებს კემბრიჯის უნივერსიტეტის ჰემატოლოგი სედრიკ გევაერტი.
ამასთან, ლაბორატორიაში შექმნილმა უჯრედებმა შეიძლება არა მხოლოდ სისხლის გადასხმის სიხშირე შეამციროს, არამედ არამედ შეიძლება თავიდან აიცილოს გართულებები, რომლებიც  განმეორებით ინფუზიასთან არის დაკავშირებული.

წყარო : sciencealert.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0