close
გამოგონება - ინოვაცია

კონტაქტური ლინზა დაზუმვის ფუნქციით

დაახამხამეთ თვალი ორჯერ და მოაახლოვეთ (დაზუმეთ) ნებისმიერი რამ, რასაც უყურებთ. დაზუმვის პრაქტიკა ჩვენთვის ფოტო, ან ვიდეოგადაღების ფარგლებში იყო ცნობილი, თუმცა, კალიფორნიის სან დიეგოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს ეს ტექნოლოგიური შესაძლებლობა ჩვენი თვალებისთვისაც მიეცათ, შესაბამისად კი, ყოველდღიურობის ნაწილად ექციათ. დიახ, მათ შექმნეს რობოტული კონტაქტური ლინზა გამოსახულების მოახლოების ფუნქციით. როგორ? სხვადასხვა მოძრაობა, რომელსაც თვალებით ვახორციელებთ, სხვადასხვა ელექტრულ სიგნალს წარმოქმნის, რომელსაც ლინზა აღიქვამს. New Scientist-ის ინფორმაციით, თვალს აქვს ელექტრული პოტენციალი მაშინაც კი, როცა მას ვხუჭავთ ან სრულ სიბნელეში ვიმყოფებით. როცა ჩვენ ვამოძრავებთ თვალებს, ან ვახამხამებთ ქუთუთოებს, ელექტრული პოტენციალი შეიძლება გაიზომოს. ინოვაციურ ლინზაში, რომელიც ამ ელექტრული სიგნალით ხელმძღვანელობს, სპეციალური დრეკადი მასალებია გამოყენებული, რისი წყალობითაც ფოკუსური მანძილი 32 პროცენტით შეიძლება შეიცვალოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0