close
მედიცინა

კოვიდინფიცირებულ ქალს ორივე ფილტვის გადანეგვის ოპერაცია ჩაუტარეს

აშშ-ის ერთ-ერთ კლინიკაში 30 წლამდე ასაკის ქალს ორივე ფილტვის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს მას შემდეგ, რაც კოვიდ 19-მა მისი ფილტვები დააზიანა.

ოპერაცია ჩიკაგოში, Northwestern Memorial Hospital-ში ჩატარდა. ოპერაციამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო. ექიმებს ის 6 კვირის განმავლობაში რეანიმაიულ განყოფილებაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ შეერთებული.

მედიკოსების განცხადებით, ქალის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი ქირურგიული ოპერაცია იყო, თუმცა ამისთვის მთავარი წინაპირობა ქალის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელება იყო, რასაც დაახლოებით 5 კვირა დასჭირდა.

მას შემდეგ კი, რაც პაციენტმა კოვიდ 19 დაამარცხა, მას ფილტვების გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარეს, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

ახალგაზრდა ქალს ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან საუბარი შეუძლია, ექიმები იმედოვნებენ, რომ ის უახლოეს მომავალში სრულად გამოჯანმრთელდება.

აღსანიშნავია, რომ ეს კოვიდინფიცირებული პაცინტისთვის ფილტვების გადანერგვის პირველი შემთხვევაა აშშ-ში.

წყარო : CNN

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response