close
კვლევები

კვლევა – მობილური ტელეფონები, შესაძლოა, ალცჰეიმერის დაავადებას იწვევდეს

მობილურ ტელეფონებსა და ალცჰეიმერის დაავადებას შორის, შესაძლოა, კავშირი არსებობდეს, – ამის შესახებ ახალ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ჟურნალ Current Alzheimer Research-ში გამოქვეყნდა.
კვლევის თანახმად, მეცნიერთა უმეტესობა თანხმდება, რომ ალცჰეიმერი გამოწვეულია ტვინში კალციუმის ჭარბი დაგროვებით და მობილური ტელეფონებიდან გამოსხივებულმა ელექტრონულად წარმოქმნილმა ელექტრომაგნიტურმა ველებმა (EMFs), შეიძლება გამოიწვიოს ან გააუარესოს კალციუმის დაგროვება.
„ელექტრომაგნიტური ველები მოქმედებენ პიკური ელექტრული და დროში ცვალებადი მაგნიტური ძალების მეშვეობით ნანოწამის დროის მასშტაბით“, – განაცხადა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა მარტინ პალმა, რომელიც კვლევის ავტორია. ”ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს საბოლოო კოშმარი – უკიდურესად ადრეული ალცჰეიმერის დაავადება,” – აღნიშნა მან.
მისი თქმით, ძალიან ახალგაზრდებს, რომლებიც მობილური ტელეფონის ან Wi-Fi-ის რადიაციას დღეში მრავალი საათის განმავლობაში განიცდიან, შეიძლება განუვითარდეთ „ციფრული დემენცია“.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ელექტრომაგნიტურ ველებს ჯანმრთელობის პრობლემებთან აკავშირებენ. კერძოდ, Healthline -ში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ის დაკავშირებულია გაღიზიანებასთან, თავის ტკივილთან, უძილობასა და სხვა სიმპტომებთან.

წყარო: futurism.com
მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0