close
კვლევები

კვლევა – კოვიდპაციენტების ტვინში ალცჰაიმერისთვის დამახასიათებელი ცვლილებები აღმოაჩინეს

რამდენიმე მცირე კვლევამ აჩვენა, რომ კოვიდ 19-ის მძიმე ფორმით დაღუპულ ადამიანებს ტვინის პათოლოგიები აღმოაჩნდათ, რომლებიც ალცჰაიმერის დაავადების დროს გამოვლენილ ცვლილებებს წააგავს.
ერთ-ერთი კვლევის დროს კოლუმბიის უნივერსიტეტში დოქტორმა ენდრიუ მარკსმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 10 კოვიდპაციენტის ტვინი და აღმოაჩინეს დეფექტები ცილებში, რიანოდინის რეცეპტორებში, რომლებიც აკონტროლებენ უჯრედებში კალციუმის გადასვლას. ალცჰაიმერის დაავადების დროს, რიანოდინის დაზიანებული რეცეპტორები დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ ნეირობოჭკოვან კვანძებში ტაუ ცილის დაგროვებასთან. კოლუმბიის უნივერსიტეტის გუნდის ინფორმაციით, ეს კვანძები დიდი დონით იყო წარმოდგენილი კოვიდ პაციენტების ტვინში.
ენდრიუ მარკსი აცხადებს, რომ პაციენტები, რომლებიც კორონავირუსის მძიმე ფორმით ავადდებიან, ასაკში დემენციის განვითარების უფრო მაღალია რისკის ქვეშ არიან. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ბუსტერ“ დოზით აიცრან იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ დაინფიცირება. „ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით ბევრი რამ კოვიდ 19-ის გრძელვადიანი შედეგების შესახებ,“- აღნიშნა ენდრიუ მარკსმა.
ალცჰაიმერის დაავადება არის დემენციის ერთ-ერთი სახე, რომლისათვისაც დამახასიათებელია მეხსიერებისა და აზროვნების დარღვევა.

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ
 
წყარო : reuters.com

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response