close
კვლევები

კვლევა – თავის ტვინისთვის ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა არ არსებობს

თავის ტვინისთვის არ არსებობს ალკოჰოლის მოხმარების უსაფრთხო რაოდენობა, “ზომიერი” სასმელიც კი უარყოფითად მოქმედებს მის თითქმის ყველა ნაწილზე, – ამის შესახებ გაერთიანებულ სამეფოში 25 000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგებშია აღნიშნული.

გამოკვლევის თანახმად, სავარაუდოდ, რაც უფრო მეტი ალკოჰოლია მოხმარებული, მით ნაკლებია ტვინის მოცულობა. ფაქტობრივად, რაც უფრო მეტს სვამთ, მით უფრო ცუდად მოქმედებს თქვენს ტვინზე.

”არ არსებობს ზიანის მიყენებისთვის სმის ბარიერი –  ალკოჰოლის ნებისმიერი რაოდენობა უარესია. ის, როგორც ჩანს, გავლენას ახდენს მთელს ტვინზე და არა მხოლოდ კონკრეტულ უბნებზე, როგორც ამას მანამდე მიიჩნევდნენ, ”- განაცხადა კვლევის წამყვანმა ავტორმა, ანია ტოპივალამ, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის უფროსი კლინიკური ლექტორია.

გაერთიანებული სამეფოს  ბიობანკის გამოყენებით, მკვლევარებმა გაანალიზეს 25 378 მონაწილის მონაცემები, როგორიცაა ასაკი, სქესი, განათლება,  ალკოჰოლის მოხმარება, ტვინის ზომა და ჯანმრთელობა MRI სკანირების შედეგად, ინფორმაცია საავადმყოფოში და ამბულატორიული ვიზიტების შესახებ და მეხსიერების ტესტები.

ალკოჰოლის მოხმარების უფრო მეტი მოცულობა ასოცირდება ნაცრისფერი ნივთიერების დაბალ სიმკვრივესთან. უარყოფითი კავშირები გამოვლინდა ალკოჰოლის მოხმარებასა და თეთრი ნივთიერების მთლიანობას შორისაც,

ამასთან, წინა კვლევისგან განსხავებით, რომლის თანახმად, ლუდსა და სპირტიან სასმელებთან შედარებით ღვინის ზომიერად სმა სასარგებლოა, ახალმა კვლევამ ვერ დაადგინა, რომ ალკოჰოლური სასმელის ტიპი თავის ტვინისთვის სხვადასხვაგვარ რისკს ქმნის.

2016 წელს, ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტმა დიდ ბრიტანეთში,  ალკოჰოლის მიღების ახალი გაიდლაინები წარადგინა, რომლის თანახმად, როგორც ქალმა, ასევე მამაკაცმა კვირაში 14 ერთეულზე (ალკოჰოლის ერთი ერთეულია ტოლია 10 მლ სუფთა ალკოჰოლის) მეტი ალკოჰოლი არ უნდა მიიღოს.

ანია ტოპივალამ აღნიშნა, რომ კვლევის თანახმად ადამიანს ზარალი აღნიშნულ რაოდენობაზე ნაკლები მოცულობის ალკოჰოლის მიღების შემდეგაც მიადგა.

წყარო : theguardian.com

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0