close
ბიოლოგია

კვლევა – ახალმა მედიკამენტმა, რომელიც ძველ  უჯრედებს შლის, შეიძლება  დაბერების საწინააღმდეგოს იმოქმედოს

მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მოლეკულა, რომელიც შერჩევით შლის სხეულში ძველ არაფუნქციურ „ზომბი“ უჯრედებს ჯანსაღებზე ზემოქმედების გარეშე. მიიჩნევენ, რომ ამ სამეცნიერო მიღწევამ, შეიძლება, დაბერების საწინააღმდეგო ახალ თერაპიებს მისცეს დასაბამი.
დროთა განმავლობაში, სხეულის ზოგიერთმა უჯრედმა შეიძლება შეწყვიტოს გამართული ფუნქციონირება, გახდეს არაფუნქციური „ზომბი“ უჯრედი და როდესაც ისინი იწყებენ დაგროვებას, შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების დაბერება.
ახალმა კვლევამ, რომელიც ჟურნალ Aging-ში გამოაქვეყნა, გამოავლინა ახალი მოლეკულა, რომელიც შლის ამ ძველ დაბერებულ უჯრედებს ლაბორატორიაში გაზრდილ ქსოვილებში, ჯანმრთელებზე ზემოქმედების გარეშე.
მოლეკულას, სახელად CUDC-907, ასევე შეუძლია ეფექტურად აღმოფხვრას ძველი უჯრედები, რომლებიც სხეულში რჩება კიბოს თერაპიის შემდეგ, განაცხადეს მკვლევარებმა, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ლესტერის უნივერსიტეტიდან.
სხეულის უჯრედები ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სტრესს განიცდიან, როგორიცაა მზის გამოსხივება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუტაციები.
გარკვეულ მომენტებში, მუტაციის მქონე ამ უჯრედების სიმსივნეებად გადაქცევის თავიდან ასაცილებლად, სხეული ააქტიურებს დამცავ მექანიზმებს, რომლებიც ან იწვევენ თვითმკვლელობას აპოპტოზის სახელით ცნობილ პროცესში, ან ხდება ამ უჯრედების დაბერების სტიმულირება.
ეს არის ერთგვარი „ზომბი“ მდგომარეობა სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, რომელშიც უჯრედი აღარ ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალია, და ის ასევე იწყებს პროდუქტების წარმოებას, რომლებიც იმეორებს ზომბის მდგომარეობას მის გარშემო არსებულ სხვა ჯანმრთელ უჯრედებში.
ახალგაზრდებში ორგანიზმი მოქმედებს ამ უჯრედებზე და ასუფთავებს ქსოვილებს. მაგრამ რაც უფრო ასაკოვანი ხდება ადამიანი, იმუნური სისტემა წყვეტს ამ ფუნქციის შესრულებას, რაც იწვევს ზომბი უჯრედების დაგროვებას ქსოვილებში და იწვევს დაბერებას.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ CUDC-907-ს შეუძლია გაანადგუროს ძველი უჯრედები „ეფექტურად და კონკრეტულად“ ჯანმრთელ უჯრედებზე მცირე გვერდითი ეფექტებით.
„ჩვენს მიერ გამოვლენილი პრეპარატი არის ძველი უჯრედების ძლიერი გამანადგურებელი და ასევე იკვლევენ მის მოქმედებას ზოგიერთი კიბოს წინააღმდეგ, ამიტომ მას შეიძლება ჰქონდეს ორმაგი ეფექტი: კიბოს საწინააღმდეგო და, ამავე დროს, შეუძლია იმოქმედოს ძველი უჯრედების წინააღმდეგ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა სალვადორ მაკიპმა.
მკვლევარები ახლა იმედოვნებენ, რომ დაიწყებენ ცდებს ცხოველებზე კარგი შედეგების მიღების შემთხვევაში, ადამიანებზე კლინიკური კვლევების ჩატარებას გეგმავენ.

წყარო : independent.co.uk
ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0