close
ბიოლოგია

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს თაგვი, რომლის ორივე ბიოლოგიური მშობელი მამრობითი სქესისაა

იაპონელმა მეცნიერებმა მსოფლიოში პირველებმა შექმნეს თაგვი, რომლის ორივე ბიოლოგიური მშობელი მამრობითი სქესისაა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, კვლევა ოსაკას უნივერსიტეტში, ნობელის პრემიის ლაურეატ კაცუჰკო ჰააშის ხელმძღვანელობით ჩატარდა. მეცნიერებმა ლაბორატორიაში გაზრდილი მამრობითი სქესის თაგვის კუდიდან აიღეს უჯრედები, რომლებიც როგორც X, ასევე Y-ქრომოსომის მატარებელი იყო და კვერცხუჯრედად გარდაქმნეს, რომელიც მერე ჩვეულებრივად, სხვა თაგვის სპერმით გაანაყოფიერეს. შემდეგ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მდედრობითი სქესის თაგვის საშვილოსნოში მოათავსეს, რომელმაც მალევე ჯანმრთელი შთამომავლობა გააჩინა.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეს ტექნოლოგია მომავალში ადამიანებში უშვილობის მკურნალობისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული, ან ერთნაირსქესიანთა წყვილებს დაეხმარება ჰყავდეთ შვილები, რომლებიც გენეტიკურად ორივე მშობელთან იქნებიან დაკავშირებული, მაგრამ ეს რთული იქნება.

„კაცებისგან შემდგარი წყვილებისთვის ბავშვების შექმნა რთული იქნება როგორც ტექნიკური, ასევე ეთიკური თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ თეორიულად ეს შესაძლებელია“, – განმარტა ჰაიაშიმ. მისივე თქმით, გაცილებით უფრო რთული იქნება ქალებისგან შემდგარი წყვილების გენეტიკური შთამომავლობის შექმნა, რადგან ქალებს არ აქვთ Y-ქრომოსომა, რომელიც სპერმის შექმნისთვის აუცილებელია.

ამიტომ, ტექნოლოგიის ყველაზე სავარაუდო გამოყენებად სფეროდ სპეციალისტები გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენას ასახელებენ.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა

გაზიარება:
fb-share-icon0