close
ისტორია

ვისკის ომი კანადასა და დანიას შორის

ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში კანადასა და გრენლანდიას, დანიის დაქვემდებარებაში მყოფ
ტერიტორიას, შორის დაუსახლებელი ჰანსის კუნძული მდებარეობს. საერთაშორისო სამართლის
მიხედვით, ორივე სახელმწიფოს აქვს უფლება მის საკუთრებად გამოაცხადოს კუნძული, რადგან ის
ხვდება ორივე სახელმწიფოს სანაპიროდან 12 საზღვაო მილის რადიუსში.
მიუხედავად კუნძულის ფართობის სიმცირისა, ის მაინც გახდა კანადასა და დანიას შორის დავის
მიზეზი, სახელმწიფოებს კი საინტერესო ბრძოლის მეთოდები ჰქონდათ. საკითხი გააქტიურდა 1973
წელს, მაგრამ მოსაგვარებლად გადადება მოუწიათ. მშვიდი დიპლომატიური წლები შედარებით
დაიძაბა 1984 წელს, როდესაც კანადის ჯარებმა გადაწყვიტეს კუნძულის მონახულება, აღმართეს
მათი ქვეყნის დროშა და დატოვეს კანადური ვისკი. ამას მოჰყვა იგივე პასუხი დანიელებისგან, თუმცა
ამ შემთხვევაში შნაპსი წარწერით: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დანიის კუნძულზე“. შემდეგ
რამდენიმე თვეში ერთხელ თითოეული მხარე პერიოდულად ჩადიოდა კუნძულზე და იგივე
პროცედურას ახორციელებდა.
2015 წელს წამოაყენეს წინადადება, რომ კუნძული გახდეს ორი ქვეყნის კონდომინიუმი, ორი
დროშის ქვეშ.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0