close
მედიცინა

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ

ეპილეფსიით დაავადებულ ბრიტანელ პაციენტებს,  მარიხუანაზე დამზადებული მედიკამენტით უმკურნალებენ.
აღნიშნული გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა ჯანდაცვის სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც Epidyolex-ზე ჩატარებულმა კვლევამ დადებითი შედეგი აჩვენა.
Epidyolex-ზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდებმა აჩვენა, რომ პერორალურად მისაღებმა ხსნარმა, რომელიც კანაბიდიოლს შეიცავს, ზოგიერთ ბავშვებში შეტევების რიცხვი 40 პროცენტით შეამცირა.
მედიკამენტს ეპილეფსიის ორი იშვიათი, მაგრამ მძიმე ფორმის – ლენოქს-გასტოს სინდრომისა და დრავეტის სინდრომის – სამკურნალოდ გამოიყენებენ.
მედიკამენტის მოხმარება 2 წლის ასაკიდანაა დაშვებული.
სტატისტიკის თანახმად, დიდ ბრიტანეთში დრავეტის სინდრომით დაავადებული 3,000 და ლენოქს-გასტოს სინდრომით დაავადებული 5,000 ადამიანი ცხოვრობს.

წყარო : BBC

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0