close
ტექნოლოგიები

ელონ მასკის მტკიცებით, ჰყავთ მაიმუნი, რომელსაც ტვინში ჩიპი ჩაუდეს და ვიდეო თამაშების თამაში შეუძლია

ამერიკელი მილიარდერი ელონ მასკი, რომელიც ცნობილი კომპანიების SpaceX- სა და Tesla- ს ხელმძღვანელია, აცხადებს, რომ მის სტარტაპს, Neuralink-ს ჰყავს მაიმუნი, რომელსაც ვიდეო თამაშების თამაში შეუძლია.

მასკის განმარტებით, მაიმუნს თავის ტვინში უსადენო ჩიპი ჩაუდეს, რომელიც მას ვიდეო თამაშების თამაშის საშუალებას აძლევს, რითაც მაიმუნი “ძალიან ბედნიერია”.

„ჩვენ გვყავს მაიმუნი, თავის ქალაში უსადენო იმპლანტით, რომელიც ტვინს წვრილი სადენებით უკავშირდება, რის შედეგადაც მას ვიდეო თამაშების თამაში გონებით შეუძლია. ის სრულიად ბედნიერად გამოიყურება,“- განაცხადა მასკმა სოციალურ აპლიკაცია Clubhouse-ში საუბრისას.

„ერთი რამ, რის გარკვევასაც ვცდილობთ არის ის, შეძლებენ თუ არა მაიმუნები ერთმანეთს Pong-ი ეთამაშონ,“- დასძინა მასკმა.

მისი თქმით, Neuralink- ის ობიექტები  აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

წყარო : independent.co.uk

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0