close
ემიგრანტი

„ევროპაში მეტი შესაძლებლობაა თუნდაც ავთენტურ ინსტრუმენტებზე შესწავლის“ – ია დავითაშვილი

ნებისმიერი ადამიანისთვის სასურველია ის გარემო, რომელშიც განვითარებისა და პროფესიული წინსვლისთვის მეტი რესურსი ეგულება. მათ შორის, ხელოვანებისთვის არის მსგავსი მოცემულობა გამორჩეულად საინტერესო. ია დავითაშვილი მევიოლინეა, ის ავსტრიაში მოღვაწეობს და ამბობს, რომ სამშობლო გამოცდილების გაღრმავების სურვილით დატოვა. ია „დოქტრინას“ ესაუბრა.


„ამჟამად, ვცხოვრობ ავსტრიაში. გახლავართ მევიოლინე ზალცბურგის ფილარმონიულის, კამერული სოლისტების წევრი და Konzerto de Basus ( გერმანია) წევრი.
მინდოდა, უფრო გამეღრმავებინა ჩემი გამოცდილება ქვეყნის გარეთ, რადგან ევროპაში მეტი შესაძლებლობა არის თუნდაც ავთენტურ ინსტრუმენტებზე შესწავლის, ასევე, აქ ინსტრუმენტების ფართო არჩევანია“.

როგორც ხელოვანი ამბობს, საქართველოში დაბრუნებას არ გამორიცხავს – „დიახ, დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩემს დაგროვებულ გამოცდილებას ყველა დამწყებ ახალგაზრდა მუსიკოსს’.
ია დავითაშვილი რჩევას აძლევს მათ, ვისთვისაც საზღვარგარეთ განათლების მიღება მნიშვნელოვანია. ამისთვის უმთავრესად მას მიაჩნია, ადამიანებმა იმ ქვეყნის ენა ისწავლონ, რომელშიც გეგმავენ თავის დამკვიდრებას

– „აუცილებლად ისწავლონ იმ ქვეყნის ენა, სადაც გეგმავენ სწავლის გაღრმავებას. მოიძიონ ყველა საჭირო ინფორმაცია წინასწარ აქ ცხოვრების შესახებ“.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0