close
კვლევები

დღეში რამდენი საათი შეიძლება ბავშვმა ელექტრონული მოწყობილობები გამოიყენოს. UNICEF-ის კვლევა

UNICEF-ის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომლის სამიზნე ჯგუფი 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები იყვნენ, დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენება ბავშვის წიგნიერების, მათემატიკური აზროვნებისა და სოციოემოციური განვითარების შეფერხების ალბათობას ზრდის.

კვლევით დადგინდა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

🔹 დღეში ტექნოლოგიების ერთ საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, 0.5-ჯერ მცირდება იმის ალბათობა, რომ ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.

🔹 იგივე შედეგები მიიღეს სოციოემოციური განვითარების განზომილებასთან დაკავშირებითაც. 0.4-ჯერ უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ დღის განმავლობაში ტექნოლოგიების 1 საათზე მეტი ხნით გამოყენების შემთხვევაში, ბავშვები ადრეული განვითარების თვალსაზრისით, დამაკმაყოფილებელ ზღვრულ ნიშნულს მიაღწევენ.

🔹 ბავშვების მიერ ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებასა და ადრეული განვითარების სხვა განზომილებებს შორის, სტატისტიკურად არსებითი კავშირი არ გამოვლენილა. თუმცა, UNICEF-ი განმარტავს, რომ აღნიშნული საკითხი უფრო ღრმა კვლევას საჭიროებს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0