close
ასტრონომია - კოსმოსი

დედამიწის გული მოსალოდნელზე სწრაფად ცივდება

დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს ტემპერატურები გამუდმებით იცვლება, ხოლო დედამიწის თხევადი გული კი მუდმივად გრილდება. უწყვეტი გაციება გამოიწვევს თხევადი გულის გამყარებას და გეოლოგიური აქტივობის შეწყვეტას. ახალი კვლევის მიხედვით კი დადგინდა, რომ დედამიწის გული მოსალოდნელზე სწრაფად ცივდება.
მეცნიერებმა კვლევაში გამოიყენეს მინერალი ბრიდგმანიტი, რომელიც დედამიწის გარე ბირთვისა და მანტიის მიჯნაზე გვხვდება და თუ რამდენად სწრაფად ატარებს იგი სითბოს, ბირთვიდან მანტიისაკენ სითბოს გადინების სიჩქარეზეც აისახება. აღნიშნული მინერალის თბოგამტარობის კოეფიციენტი მოსალოდნელზე დაახლოებით 1.5-ჯერ მეტი აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გულიდან მანტიისაკენ მოსალოდნელზე მეტი სითბო მიედინება და უფრო სწრაფად ცივდება. აღნიშნული პროცესი კარგად შესწავლილი არ არის და რთულია იმის თქმა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება მოხდეს.

მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0