close
ეკოლოგიასაქართველო

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა გაორმაგდა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და ამჟამად დაახლოებით 803 სულ ირემს შეადგენს, რაც გასულ წელთან შედარებით 16 ინდივიდით მეტია. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2015 წელს ეროვნულ პარკში დაახლოებით 494 ირემი იყო. აღსანიშნავია, რომ 2000 წლის შემდგომ, ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა ყოველ 5 წელიწადში ერთხელ თითქმის ორმაგდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”
გაზიარება:
fb-share-icon0