close
კატეგორიის გარეშე

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციები მკაცრდება

ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე ჯარიმები იცვლება, სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმების შემთხვევაში კი მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომაზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სიმთვრალეზე ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. საჯარიმო სანქცია სისხლში ალკოჰოლის რაოდენობის შესაბამისად მოხდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ „ინტერპრესს“ განუცხადა, რომ დიფერენცირებული ჯარიმები ორ ეტაპიანია – რაც უფრო ნაკლები იქნება სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, ჯარიმაც ნაკლები იქნება.

გარდა ამ ცვლილებისა შს მინისტრის მოადგილის განცხდებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომანქანის მართვაზე სანქციის სახით შემოდის ადმინისტრაციული პატიმრობაც. კერძოდ, თუ მძღოლი სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმდება, მას მართვის მოწმობის ჩამორთმევის გარდა სანქციის სახით 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც შეიძლება შეეფარდოს.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი – ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response