close
კატეგორიის გარეშე

ალექსანდრე ზაზარაშვილი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დაასახელეს

„ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი, რომ თურმე „ვოისის“ არსებობის ისტორიაში, მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ვაჟ მომღერლად დამასახელეს და ათეულში პირველ ადგილზე ვარ. საერთოდ, ყოველკვირა ან ყოველთვე იდება ხოლმე შედეგები, სხვადასხვა ნომინაციაში – „კვირის საუკეთესო შემსრულებელი“ ან „თვის საუკეთესო შემსრულებელი“. ახლა კი ამ ნომინაციის შედეგი გამოაქვეყნეს. ძალიან გამიხარდა, ეს არის უდიდესი წარმატება, რადგან მსოფლიოს მასშტაბით რომ ასეთ ნომინაციას აიღებ, ეს პატარა საქმე არ არის. ახლო მომავალში რაღაცები დაგეგმილი მაქვს, მაგრამ ახლა ვერ გაგიმხელთ, არ შემიძლია“, –  თქვა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში უკრაინული „ვოისის“ გამარჯვებულმა, ალექსანდრე ზაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 13 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილი უკრაინული მუსიკალური შოუს – საბავშვო „ვოისის“ გამარჯვებული 2019 წელს გახდა.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0