COVID-19 პანდემიის დაწყების შემდეგ დღემდე, ოკეანეში 28 000 ტონა პანდემიასთან დაკავშირებული ნაგავი ჩაიყარა, მაგალითად პირბადეები, ხელთათმანები თუ სხვა პირადი ჰიგიენის ნივთები, რომელთა მოხმარებაც რამდენჯერმე გაიზარდა.
თუ დანაგვიანების პროცესი არ შეჩერდება, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ნაგვის კუნძულები ჩრდილოეთ პოლუსამდე მიაღწევს.
The Guardian-ის მიხედვით, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 193-მა ქვეყანამ პადნემიის დაწყებიდან 2021 წლის აგვისტომდე 9.2 მილიონი ტონა კოვიდ ნაგავი დააგროვა.
გადაყრილი პლასტმასის 87.4% საავდმყოფოებსა და სასწრაფო დაწესებულების შენობებზე მოდის, ნაგვის მხოლოდ 7.6% მოხვდა ოკეანეში ადმიანებისგან. შეფუთვები და ვირუსის ტესტები ნაგვის 4.7 და 0.3 პროცენტს შეადგენდა.
კვლევა 8 ნოემბერს ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.
გუნდა შეიმუშავა მოდელი, რომელსაც შეუძლია იწინასწარმეტყველოს თუ რა რაოდენობის გადაუმუშავებელი ნაგავი მოხვდება ოკეანეში. კვლევიდან ვიგებთ, რომ მეცნიერთა გამოთვლებით ოკეანეში უკვე 28 550 ტონა ნაგავი 369 მნიშვნელოვანი მდინარიდან მოხვდა.
ავტორების თქმით, ოკეანის ფსკერზე დაგროვებული ნაგავი გარკვეული პერიოდის შემდეგ სანაპიროებისკენ დაიძვრება. მათი აზრით, ეს შეიძლება უახლოეს სამ წელშიც ვიხილოთ.
მოდელირების მიხედვით დგინდება, რომ ნაგავი თავიდან მხოლოდ იმ არეალსა და ეკოსისტემას დააგვიანებს, რომელიც მის მახლობლად აღმოჩნდება, თუმცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ნაგავი ოკეანეში გადაადგილებას დაიწყებს და მან, შესაძლოა, ჩრდილოეთ პოლუსამდეც მიაღწიოს.
“მოდელი გვიჩვენებს, რომ საუკუნის დასასრულისკენ პანდემიასთან დაკავშირებული ნაგავი სრულად ოკეანეში იქნება, 28.8% ფსკერზე, 70.5% კი სანაპიროებზე, რაც ეკოსისტემებისთვის დამღუპველი იქნება”, — ამბობენ მკვლევრები.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2025 წელს ოკეანეში პლასტმასის კუნძულების რაოდენობა მოიმატებს და უფრო დიდი აკუმულაციის ზონები გაჩნდება.
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”