close
სიქოლოგია

გარდატეხის ასაკი და მისი თავისებურებანი.

120798058_1208864612814761_7206068002868365305_o

ინტერვიუები მომზადებულია ფსიქოთერაპევტ ანუკა კალმახელიძის პროექტის “მშობლის როლი შვილის განვითარებაში” ფარგლებში,  სადაც მშობლების მიერ გაჟღერებულ კითხვებს სცემენ პასუხს პროფესიონალი ფსიქოლოგ , ფსიქოთერაპევტები.

პროექტი ხორციელდება საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა  დავითიანნის მხარდაჭერით.

ეკა ნინოშვილი- ბავშთქა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი

  1. როგორ მივხვდე დაეწყო თუ არა ბავშვს ე.წ. გარდატეხის ასაკი? როგორ უნდა დავიცვა ამ პერიოდში ოქროს შუალედი?

ბავშვობიდან მოზრდილობაში გადასვლა. ის იწყება დაახლოებით 11 წლიდან და 17-18 წლამდე გრძელდება. მოზარდის ფიზიკური, ანატომიურ-ფიზიოლოგიური განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია სქესობრივი მომწიფება. რომლის დასაწყისად გოგონებში 11-13 წელია, ბიჭებისათვის 13-14 წელი.. მოზარდის ფიზიკური განვითარება,,ნახტომისებურად” ხდება, რაც სხეულის ინტენსიურ ზრდაში გამოიხატება. გარდამავალი ასაკისათვის დამახასიათებელია კრიტიციზმი. ის კრიტიკულად გამადიდებელი ლუპით უყურებს ყველაფერს.

მოზარდი ხშირად მეამბოხეა, აწყობს ბუნტს მშობლების წინააღმდეგ. არ მოსწონს მათი წესები, შეხედულებები, ამიტომ ხშირად კამათობს. მათ სურთ რომ ბრძოლით მოიპოვონ დამოუკიდებლობა, თუმცა მშობლების სიყვარული და ზრუნვა არანაკლებ ჭირდებათ.

მშობლის რეაქცია ამ დროს არ უნდა იყოს მწვავე, დამრიგებლური კილო  მშობლის მხრიდან ამოღებულ უნდა იქნას. მათ უნდა მოძებნონ რამე საერთო ინტერესი. მოზარდის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად და თავისი მოთხოვნილებებით ის ზრდასრულია, ხოლო შინაგანი თავისებურებებითა და შესაძლებლობებით ჯერ კიდევ ბავშვი. სწორედ აქედან მომდინარეობს მისი მოთხოვნილება მიიღოს მშობისგან სითბო და ყურადღება

ამ პერიოდში აუცილებელია მშობლებმა შვილების მიმართ შეცვალონ დამოკიდებულების სტილი. მათ მიმართ აღარ უნდა იყოს ურთიერთობა როგორც ბავშვის მიმართ, მოზარდი თავს დიდად თვლის,,მე პატარა აღარ ვარ’ და პრეტენზიას აცხადებს ახალ უფლებებზე, უფროსებისათვის ეს პრეტენზიები უსაფუძვლოა. თუ ეს წინააღმდეგობა დარჩება კონფლიქტი გარდაუვალია. ამიტომ მფარველი მეურვიდან მშობელი მეგობრად უნდა იქცეს. ზედმეტი მზრუნველობა ხელს უშლის ბავშვის განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას.  სრულფასოვანი ურთიერთობებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარებისათის  ყველაზე მნიშვნელოვანი მშობლების მხრიდან მეგობრული სიახლოვისა და თანასწორობის განცდა გვევლინება.

  1. 11 წლის ბიჭი როგორ გადავაჩვიო ტყუილს?

პირველ რიგში უნდა გაირკვეს რატომ ტყუის ბავშვი.

ტყუილის მრავალი მიზეზი  არსებობს

ზოგჯერ ბავშვი უბრალოდ ფანტაზიორობს, ზოგჯერ იტყუება სასურველი შედეგის მისაღწევად ან ყურადღების მისაქცევად. ტყუილის მიზეზი შეიძლება იყოს მშობლების ან სხვა ავტორიტეტი ადამიანების მაღალი (არაადეკვატური) მოლოდინები, თუმცა ყველაზე ხშირად ტყუილის მიზეზად მაინც დასჯის შიში გვევლინება.

სწორედ   ამ მიზეზებიდან გამომდინარე უნდა  შეარჩიოს მშობელმა სწორი მიდგომა. ეს შეიძლება იყოს:

  • ბავშვისადმი რეალისტური და გონივრული მოთხოვნების წაყენება
  • სიმკაცრის ლოიალური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულებით ჩანაცვლება.( რითიც ბავშვი მიხვდება  რომ სიმართლის თქმის შემთხვევაში ცუდი არაფერი ელის).
  • თვითონ მშობელიც იყოს გულწრფელი, რადგან ბავშვები ხშირად ზრდასრულების მაგალითზე სწავლობენ.
  • გაუზიარონ მშობლებმა საკუთარი გამოცდილებები მარცხსა თუ წარმატებაზე.
  • დაეხმარონ ბავშვს საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში
  • განიხილონ ის შედეგები რაც შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ამა თუ იმ ქცევას, მათ შორის ტყუილს
  • განიხილონ ბავშვის საქციელი და არა მისი პიროვნება
  • ბავშვმა მშობელთან ურთიერთობისას უნდა იგრძნოს, რომ სიმართლე მის დასახმარებლად და გამოსავლის მოსაძებნად არის საჭირო და არა მისი ,, გასამართლებისა“ და ,,განაჩენის გამოტანისთვის“.

სტატია მოამზადა : მარიამ შავგულიძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი