close
ბიზნესი

ჭკვიანი ნათურები

კომპანია “Philips” გამოუშვა ახალი, ინოვაციური ნათურები, რომლებიც მოსახერხებელია ყველა ადამიანისთვის. ბიზნეს ინსაიდერი წერს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს ჭკვიანი ნათურები, რადგან მათი გამოყენება აადვილებს ცხოვრებას, საკმაოდ კომფორტულია, როდესაც სინათლის კონტროლი ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი.

ბოლო წლების განმავლობაში ხშირად ვხვდებით მსგავს გამოგონებებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ წინ მივიწევთ, სულ მალე გასაკვირი აღარ იქნება ჭკვიანი სახლის შექმნა, სადაც ყველაფერი, რაც ელექტროობას შეეხება, ან რისი შეცვლაც ინოვაციური ტექნოლოგიებით შესაძლებელია აუცილებლად იქნება გამოყენებული.

სპეციალურად “Philips Hue”–თვის შეიქმნა აპლიკაცია, რომელიც გაძლევთ საშუალებას აკონტროლოთ თქვენი ოთახის სინათლე ტელეფონის საშუალებით, ტექნოლოგია ასევე საშუალებას გაძლევთ თქვენი სურვილისამებრ დააყენოთ თუ რამდენად ეფექტურად გსურთ გაანათოს ნათურამ.

Businessinsider.com

გაზიარება:
fb-share-icon0