close
ასტრონომია - კოსმოსი

სტივენ ჰოკინგი ადამიანებს აფრთხილებს უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციისას სიფრთხილე გამოიჩინონ!

ბევრი დედამიწელი ელოდება სხვა პლანეტიდან რადიო სიგნალების მოსვლას, თუმცა ერთი ფიზიკოსი მკაცრად გვაფრთხილებს, რომ უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციის დროს სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.

სტივენ ჰოკინგი ონლაინ ფილმში – „სტივენ ჰოკინგის საყვარელი ადგილები“ დედამიწიდან 16 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტა , გლიზე 832c-ზე მოგზაურობს.

„რაც დრო გადის და ასაკში შევდივარ, მით უფრო ვრწმუნდები, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. ერთ დღეს შესაძლოა გლიზე 832c-ის მსგავსი პლანეტიდან სიგნალი მივიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემამდე დიდი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ,“ – აცხადებს ჰოკინგი. „განვითარებულ ცივილიზაციასთან შეხვედრას დაახლოებით ისეთი შედეგი ექნება, როგორიც აბორიგენი ამერიკელის კოლუმბუსის მოულოდნელ ნახვას,“ – განმარტავს მეცნიერი.

25 წუთიანი ფილმი, მაყურებელს სივრცესა და დროში „მოგზაურობის“ და სამყაროს შესწავლის საშუალებას აძლევს.

ღრმა სუპერ მასიური შავი ხვრელის – Sagittarius A-ის სტუმრობის შემდეგ ჰოკინგი პლანეტა გლიზე 832c-ზე მოგზაურობს, რომელიც მისი თქმით, დედამიწას ყველაზე მეტად ჰგავს და პოტენციური კოსმოსური ცხოვრებისთვის საუკეთეო ადგილია.

“ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენიმზის სისტემის მიღმა ათასობით პლანეტა აღმოვაჩინეთ. ზოგიერთი ცეცხლისა და ლავის მცხუნვარე ჯოჯოხეთური გამოქვაბულია, ზოგიერთი კი – მკვდარი ვარსკვლავებისგან შექმნილი მყარი ალმასი. მაგრამ ზოგი სახლს გავს. ერთ-ერთი მათგანი დედამიწიდან მხოლოდ 16 სინათლის წლითაა დაშორებული.  გლიზე 832c სუპერ დედამიწაა და ჩვენს პლანეტაზე მინიმუმ ხუთჯერ მასიურია,“ – აცხადებს მეცნიერი ფილმში.

ასტრონომთა საერთაშორისო გუნდი აცხადებს, რომ პლანეტა გლიზე 832-ის დასახლებად ზონაში მდებარეობს, რომელიც წყლის არსებობის საშუალებას იძლევა.

“ინტელექტუალური ცხოვრების პოვნა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა იქნება – ეს გვაიძულებს, შევიცვალოთ, უნდა უარვყოთ იდეა, რომ უნიკალურები ვართ და მეტი თანაგრძნობითა და თავმდაბლობით მოქმედება დავიწყოთ“ – აცხადებს ჰოკინგი.

თუმცა, მეცნიერის განმარტებით, უცნობი ფაქტები, როგორიცაა პლანეტის ძირითადი მასის შემადგენლობა და ატმოსფერო შესაძლოა მას დედამიწისგან საკმაოდ განსხვავებულ და საცხოვრებლად არახელსაყრელ პლანეტად აქცევდეს. “მისიატმოსფეროშესაძლოასქელი იყოს, ზედაპირს სქელინისლი ფარავდესანუარესი, ის შესაძლოა ახლომდებარე მზის გრავიტაციას განიცდიდეს,“ – დასძენს ჰოკინგი.

მეცნიერის განმარტებით, მიუხედავადამისა, შესაძლებელია, რომ გლიზე 832c ერთ დღეს ჩვენს ახალ სახლად იქცეს. „იქ სადაც წყალია, როგოც~რც წესი, სიცოცხლეცაა.“

“დედამიწიდანვერვხედავთ, რა არის გლიზე 832C-ზე, მაგრამთუიქ ინტელექტუალურიცხოვრებაა განვითარებული, შესაძლოა ეს გავიგოთ,“ – აცხადებს ჰოკინგი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ სტივენ ჰოკინგი აცხადებდა, რომ უცხოპლანეტელებს „აუცილებლად გაუჩნდებათ სხვა პლანეტების დაპყრობის სურვილი.“

წყარო:dailymail
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0