close
ბიზნესისაქართველო

საგარეჯოში ჩირის საწარმო აშენდება

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, საგარეჯოში ჩირის მაღალტექნოლოგიური საწარმო აშენდება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება მილიონ დოლარს აღემატება. ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ჯეო-ორგანიკს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან საგარეჯოში 36 785 კვ.მ. სახელმწიფო ქონება გადაეცა.

სააგენტოს ცნობით, საწარმო წელიწადში მინიმუმ 120 ტონა პროდუქციის წარმოებას შეძლებს და მზა პროდუქციის რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ასევე ევროპის ქვეყნების ბაზრებზე განახორციელებს. კომპანია სამომავლოდ ხილის ჩიპსის წარმოებასაც გეგმავს.

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, 2014 წლიდან მხარდაჭერილია 435 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა  მილიარდ ლარზე მეტია.

 ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0