close
მედიცინა

Pepsi – გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს

კომპანია Pepsi-მ  გამაგრილებელ სასმელში შაქრის დონის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით კომპანია ცდილობს, სიმსუქნისა და კლიმატის ცვლილების პრობლემას შეებრძოლოს.
ნიუ იურკში დაფუძნებული კომპანიამ ორშაბათს განაცხადა, რომ 2025 წლისთვის მის მიერ წარმოებული სასმელის ორი მესამედი ყოველ 12 უნციაზე (1 უნცია= 28,34952 გ) მხოლოდ 100 კალორიის შემცველობა ექნება.
Pepsi-ს ეს ნაბიჯი იმ ზეწოლის შედეგია, რასაც ჯანდაცვის ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები კომპანიასა და მის კონკურეmნტ „კოკა-კოლაზე“ ახორციელებენ, რაც სიმსუქნისა და დიაბეტის ეპიდემიის გავრცელებაში მათ დადანაშაულებაში გამოიხატება.
„პეპსი“ აცხადებს, რომ მისი ახალი გლობალური მიზანი წინა მიზანთან შედარებით, რაც 2020 წლისთვის გარკვეულ სასმელში შაქრის 25 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებდა, გაცილებით უფრო ამბიციურია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენიმე კვირის წინ შაქრიან სასმელზე გადასახადის დაწესების რეკომენდაცია გასცა. საფრნგეთმა და მექსიკამ ჯანდაცვის გაუმჯობესების მიზნით, ასეთი გადასახადი უკვე დააწესეს. თუმცა გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი კომპანიები ჯანმოს ამ რეკომენდაციას არ ეთანხმებიან.
მიუხედავად სახელწოდებისა, „პეპსის“ 63 მილიარდიანი წლიური შემოსავავლიდან კოლაზე მხოლოდ 12 პროცენტი მოდის. შემოსავლეის 25 პროცენტი გაზიან სასმელ Mountain Dew-ზე,  ხოლო დანარჩენი – წყლებზე, წვენებსა და საკვებზე.

წყარო: BBC
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response