close
რელიგია და მეცნიერებასაქართველო

პარლამენტში მუსლიმური სამოსის შეზღუდვის შესახებ კანონპროექტი მომზადდა

ინიციატივის მიხედვით, სკვერში, პარკში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

„სამოსელი არ იძლევა პიროვნების იდენტიფიცირების საშუალებას, გარდა ამისა, შეიცავს საფრთხეებს ტერორიზმის კუთხით. ევროპის ქვეყნებში უკვე მოქმედებს აკრძალვები ამ კუთხით. კერძოდ, ჩადრით, ნიქაბით და ბურკით სიარული აკრძალულია: ჰოლანდიაში, ბელგიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ბულგარეთში და ლატვიაში. მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან ამ ქვეყნების რიცხვს დანიაც შეუერთდა“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის თანამხად, აკრძალვა არ გავრცელდება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლებზე.

ახაალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0