close
ბიზნესიეკონომიკა

Money Shower-ის ბანკომატები ქაღალდის ფულს დეზინფექციას უტარებენ

თურქულმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ შექმნა მოდული, რომელიც, ულტრაიისფერ სხივებზე დაფუძნებული ტექნოლოგიის საშუალებით ბანკომატებში ქაღალდის კუპიურების დეზინფექცირებას ახდენს.
Money Shower-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის ფურქან ერუქანის განმარტებით, აღნიშნული მოდული ქაღალდის კუპიურებიდან ბაქტერიებსა და ვირუსებს აშორებს და ყველა ბანკომატს 15 წუთში ხდის ჰიგიენურსა და ეკოლოგიურად სუფთას.
„აღნიშნული ტექნოლოგიის წყალობით ადამიანებს ყველა მიკროორგანიზმისგან, მათ შორის კორონავირუსისგან, ვიცავთ,“ – აღნიშნავენ კომპანიაში.
მათივე განმარტებით, ბანკნოტებზე, რომელიც ევროპაშია მიმოქცევაში, 500 ტიპის 26 000 ბაქტერია ბინადრობს.
„ეპიდემიის დროს ქვეყნები აგროვებენ ქაღალდის კუპიურებს, წვავენ მათ და ახლებს ბეჭდავენ. ასევე იქცევა ჩინეთიც, რომელიც, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, ბაზრიდან ქაღალდის ფულს იღებს და წვავს. თუმცა, ეს დეზინფექცირების საკმაოდ არაადეკვატური მეთოდია,“- აცხადებენ კომპანიაში.
მათი პროგნოზით, ახალი მოდული ქვეყნის წამყვანი ბანკების ბანკომატებში 2023 წლიდან დაინერგება.

წყარო : Anadolu Agency

მასალა მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response