close
ედიცინა

მეცნიერებმა ორი მდედრი თაგვის შთამომავალი შექმნეს. გამოიყენებენ თუ არა აღნიშნულ ტექნოლოგიას ადამიანებში?

EA53357D-922E-4FD5-AB84-69020D407B8C

ჩინელმა მეცნიერებმა გენის რედაქტირებისადა ღეროვანი უჯრედი ტექნიკისგამოყენებით ორი დედა თაგვისგან ჯანმრთელი შთამომავალი შექმნეს. მეცნიერები აცხადებენ, რომ ეს ერთი და იმავე სქესის მშობლების შვილის დაბადების პირველი შემთხვევა არ გახლავთ. ერთ-ერთი ექსპეტიმენტის დროს ორი მამრი თაგვის პირმშოც გაჩნდა, თუმცა მან დაბადებიდან მხოლოდ რამდენიმე დღეს იცოცხლა.

შედეგები, რომელიც გამოქვეყნებულიაჟურნალში Cell Stem Cell- ში, აჩვენებს, რომ იმ ბარიერებს დაძლევა, რაც ერთი და იმავესქესის რეპროდუქციისას წარმოიქმნება, ღეროვანი უჯრედებისა და გენეტიკურირედაქტირების საშუალებითაა შესაძლებელი.

თუმცა ექსპერტების განცხადებით, ჯერ-ჯერობით არ არსებობს იმის პერსპექტივა, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას ადამიანებზე ახლო მომავალში გამოიყენებენ და „გეი“ ან „ლესბოსელი“ წყვილების შვილებს შექმნიან.  

ძალიან მაღალია მძიმე პათოლოგიების განვითარების რისკი. ძუძუმწოვრებში ტექნოლოგიის უსაფრთხოდ გამოყენების მიზნით ჯერ კიდევ უამრავი ცდა და კვლევაა ჩასატარებელი,“ განაცხადა ლონდონის King’s College-ის ღეროვანი უჯრედების სპეციალისტმა დუსკო ილიკმა.

ჩინეთის მეცნიერების აკადემიის მკვლევარების განცხადებით, იმის გამო, რომძუძუმწოვრებში ჩანასახის განვითარების პროცესის დროს დედის და მამის გარკვეული გენი დახურულია გენომიური იმპრინტინგის მექანიზმის საშუალებით, შთამომავალი, რომელსაც არც დედის და არც მამის გენეტიკური მასალა გააჩნია, პათოლოგიებისა და დეფექტების განვითარების მაღალი რისკის ქვეშაა და დიდი შანსია, რომ ის სიცოცხლისუნარიანიც არ იყოს.

ორი მდედრი თაგვის შვილის შესაქმნელად ჩინელ მეცნიერთა გუნდმა გამოიყენა უჯრედები, რომელსაც ჰალოლოიდურიემბრიონის ღეროვან უჯრედებს (ESCs)უწოდებენ. ის ქრომოსომების ჩვეულებრივი რაოდენობის ნახევარს და მხოლოდ ერთი მშობლის დნმ-ს შეიცავს.

გენური რედაქტირების მეთოდების გამოყენებით მეცნიერებმა ჰალოლოიდური ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისგანგენომის სამი იმინტული რეგიონი წაშალეს და ის სხვა მდედრი თაგვის კვერცხუჯრედებში შეიყვანეს. ამ პროცესის შედეგად 210 ემბრიონისგან 29 ცოცხალი თაგვი გაჩნდა, რომლებიც სრულიად ნორმალურები იყვნენ, სრულწლოვანებამდე ცხოვრობდნენ და და საკუთარ შთამომავლებსაც ჩვეულებრივ აჩენდნენ.

მკვლევარების თქმით, ორი მამრი თაგვისგან შთამომავლის შექმნა უფრო რთული პროცესი იყო და მათ შვიდი იმპრინტული რეგიონის წაშლა მოუწიათ. რედაქტირებული ჰალოლოიდური ემბრიონის ღეროვანი უჯრედებისპერმასთან ერთად მეორე თაგვში შეიყვანეს – კვერცხუჯრედში, რომელსაც უჯრედის ბირთვი აქვს, და ამის გამო მდედრის გენეტიკური მასალა მოაშორეს. წარმოქმნილი ემბრიონი, რომელიც მხოლოდ ორი მამრის გენომურ დნმ-ს შეიცავდა, სუროგატი დედის ორგანიზმში გადაიტანეს. თუმცა, ამ გზით გაჩენილმა წრუწუნებმა მხოლოდ 48 საათს იცოცხლეს.

მეცნიერთა ნაწილი, რომლებსაც კვლევაში მონაწილეობა არ მიუღიათ, აცხადებენ, რომ ნამუშევარი შთამბეჭდავია, თუმცა არცთუ ისე სარწმუნო ინფორმაციას შეიცავს იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტექნოლოგიას მეცნიერები ადამიანებში გამოიყენებენ და ერთი და იმავე სქესის პარტნიორებისგან ჩვილებს შექმნიან. მეცნიერთა განმარტებით, ერთ-ერთი დაბრკოლება, რაც ადამიანებში მის გამოყენებას აფერხებს, არის იმის გარკვევა, თუ რომელიც იმპრინტული გენები უნდა წაშალონ.

წყარო : Reuters

სტატია მოამზადა : თამარ ტაბატაძემ 

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2