close
ფიზიკა

მეცნიერებმა აინშტაინის ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები მეორედ აღმოაჩინეს

მეცნიერებმა საუკუნის წინ ალბერტ აინშტაინის მიერ ნაწინასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღები მეორედ აღმოაჩინეს.
როგორც მკვლევარებმა განაცხადეს, რომ გრავიტაციული ტალღები 1.4 მილიარდი წლის წინ ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად წარმოიქმნა.
გრავიტაციულ ტალღებს აქტიურად ეძებდნენ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან. 1992 წელს აშშ-ში დაიწყო პროექტი სახელწოდებითLIGO (Laser Interferometer Gravitational Wave Observatory), რომლის ღირებულება, დღევანდელი მონაცემებით, ერთ მილიარდ აშშ დოლარს უდრის.
პროექტის ფარგლებში, ლუიზიანას შტატსა და ვაშინგტონში ორი უზარმაზარი დეტექტორ-ობსერვატორია აშენდა, რომელიც კოსმოსიდან მიღებულ სიგნალებს აანალიზებდა. პროექტში ჩართული იყო ათასამდე მეცნიერი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენად, მეცნიერები გიგანტურ გრავიტაციულ ტელესკოპებს იყენებდნენ. 2015 წლის 14 სექტემბერს მოხდა მოვლენა, რომელიც უკვე შეფასდა XXI საუკუნის სენსაციურ აღმოჩენად – გრავიტაციული ტალღები ჯერ ერთმა ობსერვატორიამ დააფიქსირა, 7 მილიწამში კი – მეორემ.
შავი ხვრელები, რომლის შერწმამაც გამოიწვია ახლად აღმოჩენილი გრავიტაციული ტალღების წარმოქმნა, მზეზე 8 და 14-ჯერ დიდი ზომის იყვნენ. ხოლო შერწყმის შედეგად მზეზე დაახლოებით 21 ჯერ უფრო მასიური შავი ხვრელი წარმოიქმნა ხოლო მზის ეკვივალენტი მასა გრავიტაციულ ენერგიად გარდაიქმნა.
ტალღები პირველად ლუიზიანას შტატის ობსერვატორიაში დააფიქსირეს, ხოლო 1.1 მილიწამში – ვაშინგტონში. ამ განსხვავების მიხედვით მეცნიერებს შეუძლიათ გამოითვალონ, დაახლოებით სად შეიძლება მომხდარიყო ორი შავი ხვრელის შერწყმა.
მეცნიერთა მტკიცებით, მეორე აღმოჩენის შედეგად დასტურდება, რომ შავი ხვრელები დაახლოებით მსგავსია.
„გრავიტაციული ტალღების აღმოჩენა ჩვენი გალაქტიკის შესახებ ახალი ინფორმაციის ფენომენალური წყარო და ჩვენი სამყაროს შესახებ ახალი აღმოჩენების სრულიად ახალი არხია,“ – განაცხადა პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჩედ ჰანამ.
კვლევის პრეზენტაცია სან დიეგოში American Astronomical Society-ის   შეხვედრაზე გაიმართა.
წყარო:reuters

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response