close
ასტრონომია - კოსმოსი

კოსმოსურმა ხომალდმა „როზეტამ“ 12 წლიანი მისია კომეტასთან შეჯახებით დაასრულა

კოსმოსურმა ხომალდმა „როზეტამ“ 12 წლიანი ისტორიული მისია ორი დღის წინ მტვრიან, ყინულოვან კომეტასთან შეჯახებით დაასრულა.
კოსმოსური ხომალდი მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებდა კომეტებზე, რაც მომდევნო ათეული წლის განმავლობაში მეცნიერების განსჯის საგნად იქცევა.
„მადლობა როზეტა,“ – წერს ევროპის კოსმოსური სააგენტოს დირექტორი ჯან ვორნერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“
2014 წლის 6 აგვისტოს „როზეტა“ კომეტის -67P-ჩურიუმოვ-გერასიმენკო- ორბიტაზე გავიდა. ასტრონომები და ასტროფიზიკოსები ამ ფაქტს კოსმოსის შესწავლის ისტორიის ერთ-ერთ ნიშანსვეტს და ტრიუმფალურ ეტაპსაც კი უწოდებენ.
კომეტები ასტეროიდებისგან განსხვავებით, რომლებსაც დედამიწასავით ქვისმაგვარი მყარი სხეული აქვთ, ყინულითაა დაფარული. კომეტა 67-P პირველად 1969 წელს შენიშნეს და მას მისი აღმომჩენების, კიეველი კლიმ ჩურიუმოვის და ალმაატელი სვეტლანა გერასიმენკოს სახელი დაარქვეს. ის დედამიწისგან 405 მილიონი კილომეტრის მანძილზე, დაახლოებით მარსის და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. 67-P სიგრძეში 3.2 კილომეტრია და მისი სიგანე 4 კილომეტრს აღემატება.
კომეტაზე მცირე ზომის კოსმოსური ზონდი -„ფილი“- დასვეს, რომელიც ფოტოებს ახლო მანძილიდან იღებდა. თუმცა, „როზეტას“ მისია ამით არ შემოიფარგლებოდა. მისი შვილობილი „ფილი“ კომეტასთან ერთად მთელი წლის განმავლობაში მოგზაურობდან და მეცნიერებს ეხმარებოდა კომეტის გულისა და მისი სტრუქტურაში.
ნოტინჰემის ტრენტის უნივერსიტეტის ექსპერტი დანიელ ბრაუნი აცხადებს, რომ „როზეტას“ მიერ გამოგზავნილი ფოტოები ისეთივე მნიშვნელობისაა, როგორც ნილ ამსტრონგის პირველი ნაბიჯები მთვარეზე.
„როზეტასა“ და „ფილის“ მიერ შეგროვებული მონაცემები მეცნიერებს დაეხმარათ იმის უკეთ გაგებაში, თუ როგორ ჩამოყალიბდნენ დედამიწა და სხვა პლანეტები.
მაგალითად, მეცნიერებს ახლა სჯერათ, რომ დედამიწასა და მზის სისტემის სხვა პლანეტებზე წყლის მიწოდებაზე პირველ რიგში არა კომეტები არამედ ასტეროიდებები არიან პასუხისმგებელი.
„ჩვენმა მისიამ შეძლო მეცნიერების ზედაპირი მხოლოდ გაეჩხაპნა, მისია დამთავრდა, მაგრამ მეცნიერება მრავალ წელს გაგრძელდება,“ – აცხადებს პროექტის მეცნიერი მეთიუ ტეილორი.

წყარო:reuters
მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ
ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response