close
სტორია

იუნესკომ მცხეთა საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღო

%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%90

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოიღო და მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დააბრუნა.
გადაწყვეტილება იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მე-40 სესიაზე მიიღეს.
სტამბოლში გამართულ სხდომაზე კომიტეტმა დაადგინა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის დაცვის სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა იძლევა საფუძველს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდან ამოღების შესახებ.
მცხეთა, როგორც ისტორიული ძეგლი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წლიდან ირიცხება. 2009 წელს იგი საფრთხის ქვეშ მყოფი ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში გადავიდა, რისი მიზეზიც, პირველ რიგში, ისტორიულ ძეგლებში ჩატარებული სამუშაოების შედეგად ქვებისა და ფრესკების დეგრადაცია გახდა. მცხეთა რჩებოდა ამ ნუსხაში ობიექტის ტერიტორიაზე ქალაქის უკონტროლო განვითარების გამო.
წყარო: www.unesco.org

მასალა მოამზადა: თამარ ტაბატაძემ

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

მასალის გამოყენების პირობები

კომენტარი

admin2

The author admin2

კომენტარის დაწერა