close
საქართველო

Big Idea Challenge-ის საქართველოს გამარჯვებულები ცნობილია

კონკურს Big Idea Challenge-ის საქართველოს გამარჯვებულები ცნობილია. სულ იყო სამი კატეგორია: ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური გავლენა და შემოქმედებითი იდეები. თითოეულიდან, ფინალისთვის, 3-3 პროექტი შეარჩიეს. დასკვნით ღონისძიებაზე, ყველა კატეგორიაში, ერთი გამარჯვებული გამოავლინეს. ამათგან კი მთავარი პრიზიორი, „ქვეყნის ჩემპიონი“ დაასახელეს, რომელიც „ოქსფორდში“, უკვე „მსოფლიო ჩემპიონის“ ტიტულისთვის იბრძოლებს.

• ციფრული ტექნოლოგიები

IWANT (TSAA) – ლევან ტყემალაძე, გიორგი შეშაბერიძე, დავით პაიჭაძე

• სოციალური გავლენა 

CHU (TSAA) – სალომე წიკვაძე, გურამ წიკვაძე

• შემოქმედებითი იდეები 

SAPO (BTU) – ნაილი ვახანია, თენგიზ კავკასიძე


განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრის ინფორმაციით, თითოეული კატეგორიის გამარჯვებულები მიიღებენ მენტორებისა და მარკეტერების დახმარების პაკეტებს თავიანთი იდეების განსავითარებლად.

გაზიარება:
fb-share-icon0