close
მედიცინა

6 საშიში დაავადება, რომლებიც თავიდან უბრალო გაციებას ჰგავს

ცოტას ახველებს, ცოტას აცემინებს, ცოტა გამონაყარი აქვს – მშობლები ასეთი სიმპტომების მქონე ბავშვისთვის ხშირად ექიმსაც არ ურეკავენ, დარწმუნებულნი არიან, რომ რამდენიმედღიანი სახლის მკურნალობა საკმარისია. ხშირად ასეც არის, მაგრამ თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება და გაციებას ახალი სიმპტომები ემატება, ფრთხილად უნდა იყოთ. ბევრი დაავადება ძალიან მზაკვრულია.

Პნევმონია

ჩვულებრივი გაციება ერთ კვირაში გაივლის. თუ მეორე კვირა დაიწყო და ბავშვი უკეთ არ არის, სავარაუდოდ, ეს უფრო სერიოზულია – ბრონქიტი, ან თუნდაც პნევმონია. არ დაგავიწყდეთ, რომ პნევმონია შეიძლება ხველის ან სიცხის გარეშეც მიმდინარეობდეს. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კომუნიკაცია, სისხლის ანალიზი და, შესაძლოა, რენტგენიც.

მენინგიტი

ის ასევე იწყება გაციების მსგავსად, მაგრამ შემდეგ ემატება ღებინება, თავის ტკივილი, გამონაყარი, ტემპერატურა ძალიან მაღლა ადის და სიცხის დამწევ საშუალებებს თითქმის არ ემორჩილება. მენინგიტის დამოუკიდებლად განკურნება შეუძლებელია. ამიტომ სასწრაფო დახმარებას უნდა დაუკავშირდეთ.

ყივანახველა

ყივანახველა ბავშვებში ხშირია. მყეფარე ხველას თან სდევს სტვენის ხმა. ეს ყველაფერი ხორხის შეშუპების სიმპტომებია და აქ სასწრაფოდ საჭიროა ექიმი ან სასწრაფო დახმარება.

ალერგია

ხველა, სურდო, წყლიანი თვალები და გამონაყარი ასევე ალერგიის აშკარა სიმპტომებია. თუ ამავდროულად ბავშვს ხმა ჩაუვარდება და ხველას მოხრჩობის შეგრძნება ახლავს, ამან შეიძლება კვინკეს შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. პირველი დახმარება ანტიჰისტამინური საშუალებებია. შემდეგ სასწრაფოდ სასწრაფო.

პოლიომიელიტი

ამ დაავადებაზე შეგიძლიათ იფიქროთ, თუ ბავშვი აცრილი არ არის და ამავე დროს ჩივის, ხელ-ფეხი ტკივა და ორიენტაციის დაცვა უჭირს. მკურნალობა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს, რადგან მძიმე შემთხვევებში დაავადება ინვალიდობას იწვევს.

ტუბერკულოზი

ტემპერატურა არ ჰქონდა, მაგრამ ბავშვს მთელი ღამე ოფლი სდიოდა და ეს რამდენჯერმე განმეორდა? უნდა აცნობოთ ექიმს და გამოკვლევა ჩაიტაროთ – შეიძლება ტუბერკულოზი გამოვლინდეს.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0