close
რელიგია და მეცნიერება

რომში, წმინდა პეტრეს მოედანზე ჯვარცმა გამოიტანეს

რომის ტაძარი San Marcello Al Corso პირველწყაროებში მოიხსენიება 418 წლის 29 დეკემბრიდან.593 წელს პაპა გრეგორიო I-მა, იესოს ჯვარცმა ლაშქრობაზე  ჭირით დაავადებული მებრძოლების გადასარჩენად წაიღო.
1519 წლის 22 მაისს ტაძარი მთლიანად დაიწვა,გადარჩა მხოლოდ იესოს ჯვარცმა,რის გამოც ხალხმა მისი ძალა დაინახა და სასწაული იწამა.1522 წელს,როცა რომში მძვინვარებდა შავი ჭირის ეპიდემია,სასწაულმოქმედი ჯვარცმა მთელი ქალაქის ქუჩებში ჩამოატარეს,უიმედობაში ჩავარდნილი ხალხი ღმერთს ევედრებოდა გადარჩენას.იგივე განმეორდა 1837 წელს – პაპმა გრეგორიო XVI-მ ქოლერის ეპიდემიის დროს ისევ გამოიტანა ჯვარცმა ქალაქის ქუჩებში….
გუშინ პაპა ფრანცისკმა ილოცა სანტა მარია მაჯორეს ტაძარში,რის შემდეგ ფეხით მივიდა San Marcello al Corso-ში სან პიეტროს მოედანზე სასწაულმოქმედი ჯვარცმის გადასასვენებლად….
დღეს კორონა ვირუსის დამარცხებაზე ილოცებს იტალია…

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response