close
ასტრონომია - კოსმოსი

50 წლის განმავლობაში პირველად, ამერიკული კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვა

კომპანია Intuitive Machines-ი პირველი კომერციული კომპანია გახდა მსოფლიოში, რომლის კოსმოსური ხომალდი „ოდისევსი“ მთვარეზე დაეშვა.
მისია მნიშვნელოვანია იმითაც, რომ „ოდისევსი“ პირველი კოსმოსური აპარატია, რომელიც, ბოლო 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში აშშ-დან მთვარის ზედაპირზე დაეშვა.
კოსმოსური ხომალდი გასულ ხუთშაბათს, ფლორიდაში მდებარე კეიპ კანავერალიდან გაუშვეს და მან დედამიწიდან 384 400 კმ გაიარა და მთვარის სამხრეთ პოლუსთან ახლოს დაეშვა.
აღსანიშნავია, რომ ნასა-მ Intuitive Machines-თან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, „ოდისევსმა“ სპეციალური სამეცნიერო ინსტრუმენტების საშუალებით მთვარის ზედაპირი უნდა შეისწავლოს და რადიოტალღები გაზომოს. მისიის მიზანია მთვარის სამხრეთ პოლუსის გარემოს შეფასება, რაც მნიშვნელოვანია ნასა-ს გეგმის განსახორციელებლად, რომელიც 2026 ბოლოს მთვარეზე ეკიპაჟიანი მისიის გაშვებას ითვალისწინებს.
კოსმოსური ხომალდის მთვარეზე დაშვებიდან გარკვეული დროის შემდეგ Intuitive Machines-მა დაადასტურა, რომ კოსმოსური ხომალდი „ვერტიკალურ მდგომარეობაშია და მონაცემთა გამოგზავნას იწყებს“. ეს განცხადება მისიის მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ახლა ჩვენ ვმუშაობთ მთვარის ზედაპირიდან პირველი სურათების მისაღებად“, – აღნიშნულია Intuitive Machines-ის განცხადებაში, რომელიც სოციალურ მედია პლატფორმა X-ზე გამოქვეყნდა.

წყარო : CNN

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0