close
ემიგრანტისაქართველო

ქეთი მელუა ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელი გახდა!

მომღერალი ქეთი მელუა და Scorpions ევროპის კულტურის ჯილდოს მფლობელები გახდნენ. ისინი ბონის ოპერის თეატრში რამდენიმე სხვა ლაურეატთან ერთად იყვნენ ნომინირებულები – მათ შორის იყვნენ მესაყვირე ტილ ბრენერი, მევიოლინე დევიდ გარეტი და სოპრანო დაიანა დამრაუ.

ასევე, ჯილდო გადაეცა Tonhalle-Gesellschaft Zürich-ის მენეჯერს ილონა შმილს, მსახიობ ტობიას მორეტსა და ფორმულა ერთის ყოფილ პილოტს ნიკო როსბერგს. გარდა ამისა, ჯილდო მიიღეს ბონის ბეთჰოვენის ორკესტრმა და მისმა დირიჟორმა დირკ კაფტანმა. შაბათის სადღესასწაულო საღამო ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის სამშობლოში სწორედ კომპოზიტორის 250 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საგულისხმოა, რომ ჯილდოს დონორი დრეზდენის ევროპული კულტურული ფორუმია. აღნიშნული ჯილდო კი გამორჩეული კულტურული წარმოდგენის პატივისცემას ისახავს მიზნად… ევროპული კულტურული პრიზი აფასებს პიროვნებებს, ინიციატივებს, მხატვრებს, პოლიტიკოსებს ან დაწესებულებებს. რაც შეეხება ყოველწლიურ ცერემონიალს, ის ევროპის სხვადასხვა კულტურულ ქალაქში ტარდება.

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი “დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0