close
საქართველო

საქართველო ბოლო დინამიკით ვირუსის გავრცელებით მსოფლიოში პირველია – NY Times

საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე ახალი კორონავირუსის გავცელების შემთხვევათა მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული New York Times ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის მონაცემების მიხედვით, საქართველოში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი საშუალოდ 3,579.1-ია, რაც 100 000 სულ მოსახლეზე 95.9 ახალ შემთხვევას გულისხმობს. აღნიშნული რიცხვი იანგარიშება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის ბოლო შვიდი დღის განმავლობაში ახალ შემთხვევათა საშუალო არითმეტიკულ რიცხვზე შეფარდებით.

საქართველოს შემდეგ, ბოლო 7 დღის მონაცემებით, ყველაზე უარესი მდგომარეობა ლუქსემბურგშია, მე-3 ადგილზე მონტენეგროა, მე-4-ზე – სერბეთი.

ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა”

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response