close
რელიგია და მეცნიერება

პაპმა რომის ქართულ სამრევლოს გადასცა “სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა რომის პაპს, ფრანცისკეს. ვიზიტი 16 ივნისს დაიწყო. პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით გადაეცა “სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესია.
“სან სალვატორე აიმონტის“ ეკლესიაში წირვა-ლოცვა ქართულად აღევლინებოდა წლების განმავლობაში. ეკლესიის გადაცემის საკითხის განხილვის შემდეგ დელეგაციის წევრები და პრეზიდენტი ეკლესიაში ლოცვას დაესწრნენ.
ეკლესიის გადაცემის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ახლო მომავალში მომზადდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველად მოეწერა ხელი თანამშრომლობის მემორანდუმებს. კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი მოაწერეს ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, საქართველოს მხრიდან კი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ.
მასალა მოამზადა: ნინი ხეცურიანმა

ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზი ,,დოქტრინა“

გაზიარება:
fb-share-icon0

Leave a Response